პროექტის სახელწოდება:,,მერანის''ავტორის ხატების კვალდაკვალ
პროექტის მთავარი იდეა:ნ.ბარათაშვილისპორტრეტის გარშემო კვლევების ჩატარება გარკვეული წარმოდგენის შექმნის მიზნით.
პროექტის აქტუალობა:ეს საკითხი დღეისთვისაც საკმაოდ აქტუალურია. ჩვენ არა გვაქვს ბარათაშვილის ნამდვილი სურათი.მოსწავლეები შეეცდებიან წარმოადგინონ სხვადასხვა საინტერესო მოკვლევა და ცნობები ნ. ბარათაშვილის პორტრეტის გარშემო.
პროექტის მიზნები:მოსწავლეები მოიძიებენ და წარმოადგენენ სხვადასხვა მოკვლეულ
მასალებს, რომლებიც უეჭველად დაგვეხმარება დიდი კლასიკოსის სურათის ძიებაში.
მონაწილეთა ასაკი:14წელი.
ხანგრძლივობა:სამი თვე.
მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეები წარმოადგენენ კვლევის შედეგებს, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ინდივიდუალური, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას; ჯგუფური მუშაობის უნარის განვითარებას.. საბოლოოდ ჯგუფები წარმოადგენენ პრეზენტაციას.
პროექტის მსვლელობა; მოსწავლეები დაიყოფიან ორ ჯგუფად, გაინაწილებენ მასალას,
ერთი ჯუფი წარმოადგენს სურათის თუმანიშვილისეულ ესკიზებს; ისაუბრებენ თუმანიშვილისეული ესკიზების მიხედვით ბარათაშვილის პორტრეტის
აღდგენის ხუთი ცდის შესახებ; ლაიპციგში აღმოჩენილი თუმანიშვილისეული
ესკიზის უცნობი ეგზემპლარის შესახებ.
მეორე ჯგუფი წარმოადგენს რომის ქართულ- კათოლიკურ მონასტერში აღმოჩენილი სურათის შესახებ ცნობებს; წარმოადგენენ ორ უცნობ სურათს ბარათაშვილებისა
და ორბელიანების საოჯახო კოლექციიდან; ისაუბრებენ ერევანში აღმოჩენილი პოეტის ფერწერული პორტრეტისა და გერასიმოვის მეთოდის შესახებ.
ჯგუფები წარმოადგენენ პრეზენტაციებს, გამართავენ დისკუსიას თემის ირგვლივ, შეადგენენ ვიქტორინისათვის კითხვარს, დაწერენ ესეს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ვ.ჩაჩანიძის ,,ნ.ბარათაშვილის პორტრეტის გარშემო''; კომპიუტერი; პროექტორი; ფლიპჩარტი; მარკერი.
პროექტის შეფასების რუბრიკა